Wednesday, June 3, 2015

ზღაპარ იყო......

         2015  წლის 2 ივნისს  თბილისის კლასიკური  გიმნაზიის  დიდ  დარბაზში  გაიმართა  22  კლასის თეატრალური წარმოდგენა   ,,ზღაპარ  იყო .  .  . ‘’  მოსწავლეებმა გამოავლინეს სასცენო უნარები, შეძლეს კარგად  მეტყველება,  ის ზღაპრული სამყარო  რომელიც  ჯადოსნური , წარმოსახვითი იყო  მათთვის დროებით რეალობად იქცა. მოსწავლეებმა ზღაპრის პერსონაჯები გააცოცხლეს სცენაზე და მაყურებელიც  გაახალისეს.
                                                           კლასის ხელმძღვანელი ლელა სეხნიავილი










Sunday, March 8, 2015

დედის დღე

2015 წლის  4 მარტს თბილისის კლასიკური გიმნაზიის მცირე დარბაზში ჩატარდა  22  კლასის ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა დედის დღეს, 3 მარტს.
      მოსწავლეებმა განსაკუთრებული  სითბოთი გამოხატეს საკუთარი გრძნობები საყვარელი დედიკოების მიმართ, შექმნეს მოსაწვევი ბარათები და იებთან ერთად მიართვეს მათ.
      დედები  ემოციას ვერ ფარავდნენ, რადგან შვილებმა აჩუქეს შთაბეჭდილებებით სავსე, ერთი მშვენიერი  დღე.
                                კლასის ხელმძღვანელი ლელა სეხნიაშვილი






Wednesday, February 25, 2015

თითების თეატრში

2015  წლის 2 თებერვალს II 2 კლასის მოსწავლეები თითების თეატრში დაესწრნენ წარმოდგენას  ,, ანგელოზი .’’ ბავშვებმა ნახეს განსხვავებული სანახაობა და  მსახიობებთან ერთად იზიარებდნენ სცენას, რაც შთამბეჭდავი აღმოჩნდა მათთვის.






სტუმრად თავისუფალ თეატრში


      7 თებერვალს 22 კლასის მოსწავლეები თავისუფალ თეატრში დაესწრნენ წარმოდგენას ,, პეპი გრძელწინდა“, ამის შემდეგ გადაწყვიტეს წაეკითხათ წიგნიც, რომელიც ამ საოცარი გოგონას ამბავს მოგვითხრობს.