Tuesday, March 4, 2014

თეატრში

                                თბილისის კლასიკური გიმნაზიის I 2 კლასის ხელმძღვანელი-
                                                                                                        ლელა სეხნიაშვილი

         24 თებერვალს I 2 კლასში მოეწყო საყვარელი ქართული-ხალხური ზღაპრების პრეზენტაცია. მოსწავლეებმა წაიკითხეს ზღაპრები: ხუთკუნჭულა, სიზმარა, რწყილი და ჭიანჭველა, მელა და ჩიტი, ნაცარქექია. რის  შემდეგაც,  თითოეული ზღაპარი გავიაზრეთ, გავარჩიეთ  და გამოვყავით დადებითი და უარყოფითი პერსონაჟები. ასევე გამოვიყენეთ,  ვენის დიაგრამა და ვისაუბრეთ ზღაპრების პერსონაჟთა მსგავსება-განსხვავებებზე.
   *   მოსწავლეებმა პრეზენტაციაზე ქართული ზღაპრებიდან მათთვის საყვარელი პერსონაჟების ნახატებით შექმნილი ალბომები წარმოადგინეს.                                                                   

  *  თებერვლის თვის განმავლობაში ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრში მოსწავლეები დაესწრნენ სპექტაკლებს,რომლებიც დადგმული იყო ქართული-ხალხური ზღაპრების მიხედვით, დასასრულს მათ სურათები გადაიღეს მონაწილე მსახიობებთან.









ზღაპრები