თბილისის კლასიკური გიმნაზიის I 2 კლასის ხელმძღვანელი-
ლელა სეხნიაშვილი
24 თებერვალს I 2 კლასში მოეწყო საყვარელი ქართული-ხალხური ზღაპრების
პრეზენტაცია. მოსწავლეებმა წაიკითხეს ზღაპრები: ხუთკუნჭულა, სიზმარა, რწყილი და ჭიანჭველა,
მელა და ჩიტი, ნაცარქექია. რის შემდეგაც, თითოეული ზღაპარი გავიაზრეთ, გავარჩიეთ და გამოვყავით დადებითი და უარყოფითი პერსონაჟები.
ასევე გამოვიყენეთ, ვენის დიაგრამა და ვისაუბრეთ
ზღაპრების პერსონაჟთა მსგავსება-განსხვავებებზე.
* მოსწავლეებმა პრეზენტაციაზე ქართული ზღაპრებიდან
მათთვის საყვარელი პერსონაჟების ნახატებით შექმნილი ალბომები წარმოადგინეს.
* თებერვლის თვის განმავლობაში ნოდარ დუმბაძის სახელობის
მოზარდმაყურებელთა თეატრში მოსწავლეები დაესწრნენ სპექტაკლებს,რომლებიც დადგმული იყო
ქართული-ხალხური ზღაპრების მიხედვით, დასასრულს მათ სურათები გადაიღეს მონაწილე მსახიობებთან.
No comments:
Post a Comment